გურამ ასათიანი წერდა…

„ყველაფერი ძველდება ცისქვეშეთში; ცვდება, იფიტება, მტვრად და ფერფლად უბრუნდება მარადისობის წიაღს.

ათასი ბაბილონის გოდოლი ჩამოაქცია ჟამთა სიავემ.

ათასი გოროზი გულის ძახილი შეერია დიდ უდაბნოთა დაუსაბამო მდინარებას.

უბედურდებიან სემირამიდის ბაღებიც…

ვინ იცის, რამდენ ამპარტავან სულის ზვაობას მოეღო ბოლო, რამდენი ამაო ზრახვა ჩაჰყვათ სამუდამო ძილში ბედისა და სახელის თავზეხელაღებულ მაძიებლებს? „და გამწარებით ხრავენ ქვიშასა”.

ინავლება სიყვარულიც.

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბროწეულის ლორთქო ფესვები კადნიერად გაჰკვეთენ ქვიან ბალავარს და სარკოფაგის ათასწლოვან სიგრილიდან კვლავ ამოგიზგიზდება „ვით ბაზმა გაუქრობელი”, – ჩვილი, უმწეო, სამარადისო ხმა:

„ძევახ, სიცოცხლეო ჩემო!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>