რენე მარგრიტი – „ეპიზოდი”
არავითარი ბოჰემა, მოკრძალებული საყოფაცხოვრებო პირობები, მშვიდი სამუშაო გარემო სახელოსნოში (ერთი პერიოდი სამუშაო ფართის არ ქონის გამო, სამზარეულოში მოუხდა მუშაობა); სხვადასხვა სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტს შორის უპირატესობას ყოველთვის – ტრამვაის ანიჭებდა; (ავტორი გენია.ჯი) მუშაობის პროცესში მუდმივად სოლიდურად იყო მოსილი (ისევე როგორც ეს მის ავტოპორტრეტებზეა ასახული – შარვალ კოსტუმით), რაც ეგზომ არადამახასიათებელია სხვა მხატვრებისთვის; 1932 წლიდან 1945 წლის ჩათვლით სამჯერ გახდა ბელგიის კომუნისტური პარტიის წევრი და სამჯერ უცერემონიოდ დატოვა მისი რიგები; ბავშვობიდანვე გააჩნდა ჭადრაკის ფობია; სძულდა მოჩვენებითი თავმდაბლობა და ვერ იტანდა ლოდინს; აღიზიანებდა ყოველგვარი რეკლამა და უაღრესად აბრაზდებდა მთვრალი ადამიანების გარემოცვა; მან ფრანც კაფკაზე გაცილებით მოსაწყენი ცხოვრება იცხოვრა; არასდროს ეხვეოდა სკანდალებში; უყვარდა ერთადერთი ქალი და სამუშაო პროცესისგან განსხვავებით, იმოსებოდა ერთობ ღარიბულად. უკიდურესად ღიზიანდებოდა, როდესაც „სურეალისტ-მხატვრად” მოიხსენიებდნენ. სამაგიეროდ, საკუთარ თავს „მაგიური რეალიზმის” წარმომადგენლად მიიჩნევდა სახვით ხელოვნებაში…
დიდი ბელგიელი მხატვრის – რენე მარგრიტის (1898-1967 წლები) დედამ – რეჯინა ბერტენშანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა თავის დროზე. აღნიშნულმა ტრაგედიამ უდიდესი გავლენა იქონია მხატვარზე. იგი ყოველთვის ერიდებოდა და გაურბოდა ამ თემაზე საუბარს. ის კი არადა, მარგრიტის მეუღლემ მხოლოდ და მხოლოდ 50 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეიტყო ეს ფაქტი, რადგან მანამდე, ქმარი საგულდაგულოდ უმალავდა დედის სუიციდის საშინელ აქტს. საკვირველია ისიც, რომ მარგრიტის საყვარელმა მეუღლემ დედამთილის მიერ ჩადენილი თვითმკვლელობის აქტი სახელოვანი ქმრის ერთ-ერთი ბიოგრაფისაგან შეიტყო და არა თავად მისი ქმრისაგან. – (ავტორი გენია.ჯი)