შარლოტა კორდე – „ეპიზოდი”
1793 წლის 13 ივლისს 24 წლის ასაკში მყოფმა გოგონამ – მარი ანა შარლოტა კორდე დ’არმონმა, საკუთარი სახლის აბაზანაში დანით ორი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთ უსასტიკეს და დაუნდობელ ლიდერს – ჟან პოლ მარატს. (ავტორი გენია.ჯი) მარატის მკვლელობა ხალხს ისე არ გაჰკვირვებია, როგორც ადგილმა (აბაზანამ) გააკვირვა მისი მკვლელობისა. თანაც ვის მიერ, 24 წლის ლამაზმანის მიერ. ისინი სვამდნენ კითხვას, რა უნდოდა ახალგაზრდა უცხო ქალს ეგზომ პიკანტურ გარემოში მარატთან ერთად. ამიტომაც ეჭვობდა ხალხი, რომ შარლოტა „უცხო ქალი” კი არა, მარატის „საყვარელი ქალი” იყო და მისი მკვლელობაც, შესაძლოა, რიგით საყოფაცხოვრებო დავასთან ყოფილიყო დაკავშირებული. სხვა შემთხვევაში, უცხო მამაკაცთან და თანაც ეგზომ დიდი თანამდებობის პირთან ერთად, აბაზანაში იგი ვერ აღმოჩნდებოდა. აღნიშნულმა ეჭვმა ისე ფართოდ მოიცვა საზოგადოება, რომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, სიკვდილით დასჯილი კორდეს ცხედარი მიწიდან ამოეღო და მისთვის სამედიცინო ექსპერტიზა ჩაეტარებინა. ექსპერტიზის შედეგად დადგენილი იქნა, რომ შარლოტა კორდე ქალიშვილად აღესრულა. შესაბამისად, მას არანაირი ინტიმური ურთიერთობა არ ჰქონია მარატთან და მისი მკვლელობაც პოლიტიკასტან იყო დაკავშირებული და არა რაიმე სახის საყოფაცხოვრებო კონფლიქტთან. – (ავტორი გენია.ჯი)