ჟან კოკტო – „ეპიზოდი”

„პირადად მე ძაღლებს კატები მირჩევნია თუნდაც იმიტომ, რომ პოლიციელებს კატები არა ჰყავთ”. – აღნიშნული სიტყვების ავტორი გახლავთ გამოჩენილი ფრანგი მწერალი და XX საუკუნის ფრანგული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა – ჟან მორის ეჟენ კლემან კოკტო (1889-1963 წლები). კატების მოყვარული ლიტერატორი ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ მისთვის ესოდენ საყვარელ ცხოველს საგნების დანახვის აბსოლუტურად განსხვავებული უნარი გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) უნარი – ადამიანისთვის და ზოგადად, სხვა სულიერთათვის უხილავი პარალელური სამყაროს ხედვისა.

ასაკში შესული კოკტო ხმაურიან ქალაქს გაერიდა და საცხოვრებლად პარიზთან ახლოს, მშვიდ გარემოში განათავსებულ აგარაკზე გადავიდა. ფრანგმა ლიტერატორმა თან, რაღა თქმა უნდა, საყვარელი სიამის ჯიშის კატა, სახელად – კარუნიც იახლა. გარდა ამისა, იქ გადასვლის შემდგომ კოკტოს უშუალო ინიციატივით იქნა დაარსებული „კატების მეგობართა კლუბი”, რომლის ემბლემაც თავად შეიმუშავა (ცნობილია, რომ ლიტერატორი ხატვის შესანიშნავი ნიჭით იყო დაჯილდოებული). სენ-ბლეზ დე სიმპლეს სამრეკლოს ერთ-ერთ კედელზე დატანილია ფრესკა, რომელზედაც გამოსახულია მწერლის მიერ 1959 წელს დახატული ესკიზი – კატისა. სწორედ იქ ჰპოვა თავისი უკანასკნელი განსასვენებელი ფრანგმა ლიტერატორმა.

ყოველივე ამის ფონზე გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, რომ ჟან კოკტოს არც ერთ თავის ლიტერატურულ ნაწარმოებში არ ჰყავს მოხსენიებული მისთვის ეგზომ საყვარელი ცხოველი – კატა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>