ფაინა რანევსკაია – „ეპიზოდი”
მოსკოვის დრამატულ თეატრში მოღვაწეობის პერიოდში, ებრაული წარმომავლობის მქონე სახელგანთქმული რუსი მსახიობი ქალი – ფაინა რანევსკაია (1896-1984 წლები), იმდენად ავტორიტეტული პერსონა გახლდათ, რომ თეატრის ადმინისტრაცია დასში შემავალ მსახიობებს შორის ყველაზე მაღალ ხელფასს სწორედ მას უხდიდა. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდის საბჭოეთში მოქალაქის საშუალო თვიური ხელფასი 120 მანეთს შეადგენდა. ამ დროს კი, რანევსკაიას ხელფასი 350 მანეთით განისაზღვრებოდა. მიუხედავად ასეთი მაღალი ანაზღაურებისა, ფაინა მაინც ძველებურად განაგრძობდა მოკრძალებულ საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრებას, რადგან გამუდმებული მზრუნველობის ქვეშ ჰყავდა გარშემომყოფი ადამიანები.
ამ სიკეთით აღსავსე ქალს, რომლისთვისაც გაჭირვებული მოყვასის დახმარება ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად იყო ქცეული, ერთი უჩვეულო თვისება ახასიათებდა: მასთან სტუმრად მისულ ახლობლებსა და ნათესავებს, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა მისთვის კარგად იყო ცნობილი, ჯიბეში ისე უჩუმრად ჩაუდებდა ხოლმე ფულს, რომ მათ წარმოდგენაც კი არ გააჩნდათ ამის შესახებ. შედეგად, არაერთი სტუმარი გამოდიოდა რანევსკაიას სახლიდან „საიდუმლო ვითარებაში” დასაჩუქრებული. მას შემდეგ, რაც ფაინას აღნიშნული თვისება ყველასათვის გახდა ცნობილი, მასთან სტუმრად მისული ადამიანები სახლში დაბრუნების ჟამს სპეციალურად იჩხრეკდნენ ჯიბეებს, ფაინას ფული ხომ არ ჩაუდია უჩუმრად შიგო. – (ავტორი გენია.ჯი)