თამაზ ჭილაძე წერდა…

„ზღაპარში ხალხი გაცილებით კეთილია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გახსოვდეთ, რომ გამოგონილი, ნაძალადევი სიყვარული დაუნდობელია. არ გაპატიებს, სადღაც, როდისმე მოულოდნელად წამოგარტყამს თავში”.

* * *

„ყოველთვის მიჭირდა კუშტ, უკმეხ, სიტყვაძუნწ ადამიანებთან ლაპარაკი. მიჭირდა თუნდაც იმიტომ, რომ უკმეხობა, ანუ უზრდელობა, საშინლად მაბრაზებდა და ბრაზი მიშლიდა ხელს ისე მელაპარაკა მათთან, როგორც საჭირო იყო, ანუ მათსავით უკმეხად. თანაც, სიბრაზისაგან მთავარი სათქმელიც მავიწყდებოდა ხოლმე”.

* * *

„ხელოსნებთან ერთთვიანმა ურთიერთობამ დამაჯერა, რომ ადამიანს თუკი ბინის გარემონტება შეუძლია, სახელმწიფოსაც ადვილად გაუძღვება”.

* * *

„არავინ იცის, ამქვეყნად რა არის ადამიანური და რა არა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სწავლა მხოლოდ საკუთარი თავისგან შეიძლება. ვსწავლობთ, რათა დავივიწყოთ, ვივიწყებთ, რათა ვისწავლოთ, ოღონდ არ ვიცით, რისი გულისთვის ვსწავლობთ, ან რისი გულისთვის ვივიწყებთ ნასწავლსა და შეთვისებულს და ეს არცოდნაა სწორედ, ყინულის ნაგლეჯზე წონასწორობას რომ გვინარჩუნებს. დიახ, დავიწყებასა და სწავლას შორისა ვართ მოქცეულნი, როგორც ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალ მატარებლებს შორის”.

* * *

„ყველაზე მეტად მარტოობის მეშინია!”.

* * *

„მივხვდი, რომ ცხოვრება კი არ მიდის, არამედ თავდება, ქრება, თანაც ისე უფერულად, ვერც კი იტყვი, ცხოვრებაა თუ არა. ოღონდ, თუკი ესეც არ არის ცხოვრება, მაშ, რა ყოფილა საერთოდ წუთისოფელი?”

* * *

„სიყვარული გმირთა ავადმყოფობაა”.

* * *

„ასტრონომია სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ნოსტალგია დაკარგულ სამოთხეზე”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>