იცით თუ არა, რომ?!
1. ვეფხვის ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობის – „ამურის ვეფხვის” მკვლელობა ადამიანის მკვლელობასთან არის გათანაბრებული ჩინეთში და სასჯელიც შესაბამისი გააჩნია – სიკვდილით დასჯა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. პირველი შვილი გენიალურ რუს მწერალს – თედორე დოსტოევსკის, 46 წლის ასაკში შეეძინა.
* * *
3. აფრიკის კონტინენტზე გავრცელებულ მტაცებელ ცხოველებს შორის, რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე – აფთარია. ამ მხრივ მეორე ადგილს არავის უთმობს „ცხოველთა მეფედ” წოდებული – ლომი.
* * *
4. პირველი წიგნი ისეთი ცნობილი სამაგიდო თამაშის შესახებ, როგორიც გახლავთ – შაში, XVI საუკუნეში იქნა გამოცემული.
* * *
5. ნობელიანტი რუსი მწერალი – ივანე ბუნინი ძალიან წუხდა იმაზე, რომ არ გაუვლია სისტემატიური განათლების კურსი. მას მხოლოდ და მხოლოდ ოთხი კლასის განათლება გააჩნდა, რასაც სხვათაშორის, მისთვის ხელი არ შეუშლია, სახელოვან ლიტერატორად ჩამოყალიბებულიყო. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. გერმანიის აღორძინების ხანის ერთ-ერთ უდიდეს მხატვარს – ალბრეხტ დიურერს, თავისი მრავალმხრივი შემოქმედებითი ნიჭის გამოისობით, ხალხმა – „გერმანელი ლეონარდო და ვინჩი” შეარქვა.
* * *
7. საყოველთაოდ ცნობილმა გერმანელმა ფილოსოფოსმა – ფრიდრიხ ნიცშემ, 1869 წელს უარი განაცხადა პრუსიის მოქალაქეობაზე. გარდაცვალების მომენტში, ნიცშე, ოფიციალურად არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ ყოფილა.
* * *
8. ზოოლოგთა მტკიცებით, სულ დედამიწაზე მაიმუნების 264 სახეობაა გავრცელებული.
* * *
9. დიდმა რუსმა მწერალმა – ლევ ტოლსტოიმ, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ფეხსაცმელების ჩაცმაზე უარი განაცხადა, რის გამოც, მიუხედავად ამინდებისა, ყოველთვის ფეხშიშველი გადაადგილდებოდა.
* * *
10. კეთილდღეობისა და წარმატების სიმბოლოდ, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ჩინეთში – ღამურას მიიჩნევენ. – (ავტორი გენია.ჯი)