სერგეი ესენინი – „ეპიზოდი”

სკანდალურად ცნობილი სახელოვანი რუსი პოეტის – სერგეი ესენინის (1895-1925 წლები) აღზრდაში თავის დროზე განსაკუთრებული წვლილი დაიდეს მისმა უცოლ-შვილო, თუმცა კი, ხალასი ბუნების მქონე მკვიდრმა ბიძებმა. (ავტორი გენია.ჯი) ისინი პატარა სერგეის ერთობ სპეციფიკური მეთოდებით ზრდიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ხშირად სპეციალურად აბოროტებდნენ კიდეც, რათა ამ გზით შეეძინათ მისთვის დასახული მიზნისაკენ სწრავის უფრო დიდი უნარი. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ პირველად ცხენზე და ისიც უუნაგიროზე, ესენინი ბიძებმა სულ რაღაც სამიოდე წლის ასაკში შესვეს – მარტოდმარტო… ბიძები პატარას ცურვასაც ძალიან უცნაური მეთოდით ასწავლიდნენ: შუა ტბაში ნავით გასულები მოზარდს, რომელსაც ცურვის არაფერი გაეგებოდა, წყალში ისროდნენ. შემდეგ კი დიდი გულისყურით ადევნებდნენ თვალს, როგორი თავგამოდებით ცდილობდა იგი სიცოცხლის შენარჩუნებას. სამაგიეროდ, როგორც პოეტი იგონებდა, რვა წლის ასაკში ისეთი კარგი ცურვა იცოდა, რომ მეზობლის თხოვნით სანადიროდ წასულს თავად გამოჰქონდა მაძებარი ძაღლის ნაცვლად ღრმა, საშიში და ვერმისადგომი წყლიდან ახლადმოკლული ნანადირევი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>