ჯეკ ლონდონი – „ეპიზოდი”
„არ გაბედოთ ჩემს საფლავზე ძეგლის დადგმა. მე კომანდორი არ ვყოფილვარ”. – ეს გახლდათ დიდი ამერიკელი მწერლის – ჯეკ ლონდონის უკანასკნელი მოწოდება თავისი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისადმი. (ავტორი გენია.ჯი) გლენ-ელენში არსებულ უზარმაზარ ბებერ მუხას, რომელიც რატომღაც შემოღობილი იყო, ლიტერატორმა ჯერ კიდევ მაშინ მიაქცია ყურადღება, სანამ იქ მამულს შეიძენდა და „მგლის სახლად” წოდებულ საყოველთაოდ ცნობილ რანჩოს ჩადგამდა. მან გაარკვია, რომ მისი ინტერესის სფეროში მოხვედრილი მუხის ძირში განისვენებდნენ აღნიშნული დასახლების პირველმცხოვრებთა ბავშვები. „ – ვეჭვობ, რომ ისინი იქ სრულ მარტოობას განიცდიან”. – თქვა ერთხელ დასევდიანებულმა ლონდონმა და ხელი სწორედ რომ იმ მუხის ძირში არსებული საფლავებისაკენ გაიშვირა.
გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე, მწერალმა თავის დასა და მეუღლესთან გამოთქვა სურვილი, რომ მისი ცხედარი ჯეკის რჩეული მუხის ძირში დაეკრძალათ. გარდა ამისა, მისივე თხოვნა იყო, ძეგლის ნაცვლად მწერლის საფლავზე „მგლის სახლიდან” წამოღებული უზარმაზარი წითელი ქვის ლოდი დაედგათ ყოველგვარი წარწერის გარეშე.
ლიტერატორის ჭირისუფალმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ლონდონმა დაიბარა. წითელი ქვის ლოდი იმდენად დიდი და მძიმე გამოდგა, რომ საფლამდე მის მიტანას ოთხი ცხენის ძალა დასჭირდა. ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ ჯეკის მიერ საკუთარი საფლავისათვის შერჩეული წითელი ქვა შესანიშნავად შეერწყა უმშვენიერეს ადგილობრივ ლანდშაფტს.
გარდა წითელი ქვის უზარმაზარი ლოდისა, მწერლის საფლავზე არაფერია ადამიანის მიერ ხელით გაკეთებული (შემოღობვა არ იგულისხმება). ასე სურდა მას და იმიტომ… – (ავტორი გენია.ჯი)
ჯეკ ლონდონის საფლავი