იცით თუ არა, რომ?!
1. ციმბირის უმკაცრეს კლიმატურ პირობებში მსჯავრდებულების გაკატორღებას სანამ მეფის რუსეთი და შემდგომ, საბჭოთა კავშირი მიჰყოფდნენ ხელს, მანამდე გაციმბირებით მსჯავრდებულებს XIII-XV საუკუნეებში სჯიდნენ ოქროს ურდოს ფეოდალურ სახელმწიფოში. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ქრისტიანებისაგან განსხვავებით, ბუდისტი ჩინელები კვერცხს წითლად მხოლოდ მაშინ ღებავენ, როდესაც ოჯახში ბავშვი დაიბადება. ისინი დარწმუნებული არიან, რომ წითლად შეღებილი კვერცხი ჩვილს შემდგომ ცხოვრებაში წარმატებას მოუტანს. ცნობისათვის, კვერცხი ჩინეთში – სიცოცხლის სიმბოლოდ არის მიჩნეული.
* * *
3. ამერიკის ლეგენდად ქცეული პრეზიდენტი – ფრანკლინ დელანო რუზველტი, დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული სიტყვა – „მთვრალის” სინონიმების მოძიებით და საერთო ჯამში, მან 200-ზე მეტ სინონიმსაც მოუყარა თავი.
* * *
4. ალბერტ აინშტაინი თავგამოდებით გაურბოდა ყოველგვარ ფიზიკურ აქტივობას. ერთადერთი სპორტის სახეობა, რომელსაც იგი მისდევდა, ცურვა გახლდათ.
* * *
5. „მეფე-მზედ” წოდებული საფრანგეთის მეფის – ლუი XIV დე ბურბონის მეუღლეს, დედოფალ მაირია ტერეზა ავსტრიელს იმდენად უყვარდა შოკოლადი, რომ ხშირად უყვარდა გამეორება: „შოკოლადზე მეტად მხოლოდ ჩემს ქმარს ვაღმერთებო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ჩაის ბუჩქს ას წელზე დიდხანს შეუძლია სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას სხვა ადგილას არ გადარგავენ.
* * *
7. შვეიცარიაში არც ერთი ქალაქი არ მოიპობება ისეთი, რომლის მოსახლეობა მილიონს ან თუნდაც ნახევარ მილიონს შეადგენდეს.
* * *
8. დიდი რუსი მწერლის – ანტონ ჩეხოვის სიმაღლე – 180 სანტიმეტრი იყო.
* * *
9. ხეხილოვან და კენკროვან მცენარეთა შემსწავლელ მეცნიერებას – პომოლოგია (ჯიშთმცოდნეობა) ეწოდება.
* * *
10. ისეთი სახეობის ბოსტნეული, როგორიც გახლავთ – ოხრახუში, ანტიკური ხანის ელადაში გლოვასთან ასოცირდებოდა. ამიტომაც ატარებდნენ გარკვეული ხნის განმავლობაში ბერძენი ჭირისუფლები ოხრახუშისაგან დაწნილ გვირგვინებს თავსაბურავად. – (ავტორი გენია.ჯი)