ჯეკი ჩანი – „ეპიზოდი”
როგორც წესი, ორსულობის სრული და ნორმალური პერიოდი ქალში 9 თვის განმავლობაში გრძელდება. თუმცა არის ხოლმე გამონაკლისი შემთხვევებიც. (ავტორი გენია.ჯი) ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია დიდი ჩინელი მსახიობი, რეჟისორი და ფილანთროპი – ჯეკი ჩანი. (ავტორი გენია.ჯი) ჯეკიზე ფეხმძიმედ მყოფი ლილი ჩანი ამაოდ ელოდა ორსულობის ცხრა თვის თავზე ბავშვის დაბადებას. დღე დღეს მისდევდა, პატარა კი არამც და არამც არ ჩქარობდა ამქვეყნად მოვლინებას. ამის მოლოდინში 9 თვე ჯერ ათ თვედ იქცა, შემდომ – თერთმეტ თვედ… საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ, მიუხედავად ამისა, მომავალი დედა მაინც იმას ცდილობდა, შვილი ბუნებრივი გზით დაბადებულიყო. ბავშვი არც თერთმეტი თვის ფეხმძიმობის თავზე გაჩნდა და არც ერთი წლისა, რის გამოც იგი უკვე იძულებული გახდა, საკეისრო კვეთას დაქვემდებარებოდა. შედეგად, ერთწლიანი ორსულობის ხანა დასრულდა: 1954 წლის 7 აპრილს დაიბადა ვაჟი – ჩანგ კონგ სანგი, იგივე ჯეკი ჩანი, რომლის წონა დაბადებისას, მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო, თითქმის – 6 კილოგრამი. – (ავტორი გენია.ჯი)
ჯეკი ჩანი მშობლებთან ერთად