სოლომონ მეფე – „ეპიზოდი”
ძვ.წ.აღ-ით X საუკუნეში მოღვაწე ისრაელის სამეფოს სიბრძნით სახელგანთქმულ მეფესთან – სოლომონთან, ვისთვისაც ჩვეულებად იყო ქცეული უბრალო ადამიანებთან გასაუბრება და მათი გასაჭირის გასიგრძეგანება, ერთ დღეს მოხუცმა ქალბატონმა ითხოვა შეხვედრა. (ავტორი გენია.ჯი) შეხვედრისას გაირკვა, რომ უცნობი ქალი მეფესთან ერთობ უცნაური თხოვნით მისულა: ყოვლისშემძლე სოლომონს, არც მეტი და არც ნაკლები, – ქარი უნდა დაესაჯა იმის გამო, რომ ბაზარში ახლადშეძენილი ფქვილი მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა – ჰაერში გაუფანტა მომჩივანს.
მოგეხსენებათ, რომ ასეთი ბუნებრივი მოვლენის დასჯა წარმოუდგენელი ფაქტია. შესაბამისად, სოლომონი ქარს ვერც დასჯიდა და ვერც ზარალს აანაზღაურებინებდა. ცნობილი აქსიომაა, თუკი არ არსებობს დანაშაულში ბრალდებული – ესე იგი, პასუხიც არავის მოეთხოვება. არადა ამ დროს, ბრძენ მეფეს მოხუცი თანამემამულე ქალის თხოვნა როგორმე უნდა დაეკმაყოფილებინა.
ყოველივე ამის ფონზე, სოლომონმაც ერთობ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: აღნიშნულ დანაშაულში მან ბრალი დასდო მეზღვაურებს, რომლებმაც სწორედ რომ მოხუცი ქალისათვის იმ „საბედისწერო” დილას აღავლინეს ლოცვა პორტის სანაპიროზე, რათა ზღვაში გასვლის შემდეგ ზურგის ქარი არ მოჰკლებოდათ. შედეგად, ზარალიც მეზღვაურებს აანაზღაურებინა სოლომონმა. – (ავტორი გენია.ჯი)