„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„დამერწმუნეთ: თავის წაგებაზე ადვილი ამ ცხოვრებაში არა არის რა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეჰ, გაჭირვებულს ყოველთვის აკლია დრო!”
* * *
„ყველაფერი რომ უკუღმა მიდის, ძნელია წაღმა სვლა, მაგრამ მაინც უნდა შეძლოთ!”
* * *
„ქალი რომ ჯავრობს – ან უფრო მახინჯია, ან უფრო ლამაზი!”
* * *
„დღევანდელი დღე იქნებ გახრჩობს, მაგრამ ხვალინდელზე მაინც უნდა იფიქრო!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ შეიძლება წამდაუწუმ თავის დაკარგვაზე იფიქრო და ბოლოს იგი არ შეგიყვარდეს!”
* * *
„თავის ფასი შეიძლება არ იცოდე კაცმა, მაგრამ თავისი მოვალეობისა და მდგომარეობის ყადრი?!”
* * *
„როდესაც აუცილებელია – რას მიქვია უხერხულობა!”
* * *
„ჭეშმარიტად ადამიანი თავის ცხოვრების გზაზე არასოდეს არ ყოფილა თავისუფალი და ვაი რომ ჩვენ კი არ მივდივართ, თურმე „გზა” მოდის, ფეხებში გვიძვრება, სულში გვეხირება და ვაი მას, ვინც ფეხსა და სულს ვერ აუწყობს ამ უტიფრად შემოჭრილ გზასა და ვითარებას!”
* * *
„ზოგიერთი ღვინით თვრება და სკდება, ზოგიერთიც ბოღმითა და შურით”. – (ავტორი გენია.ჯი)