„დამაკვირდი”
„უფროსების უფროსი რომ ხარ, მაშინ მოგდევს ძალა, თორემ…” – ვაჟა ჩორდელი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვაი, ადამიანის გაღორებას!” – გიორგი ლეონიძე
* * *
„სოფელმა გაჭირვებულის გაკითხვაც იცის და ქვრივ-ობლის შევრდომებაც, მაგრამ „ჯერ თავო და თავოც”… არ ავიწყდება”. – ოტია იოსელიანი
* * *
„სიმდიდრის ცნება ცვალებადია, გავიხსენოთ თუნდაც ის მეფე, ცხენში მთელ სამეფოს რომ ცვლიდა”. – ჟოზე სარამაგუ
* * *
„მე თუ მკითხავ, თანამდებობას იმიტომაც ეტანებიან, კაი მაძღარი ცხოვრება რომ ჰქონდეთ და თავისი ჭია გაახარონ! აბა, გიჟები არიან? თავი იხეთქონ, ნერვები იგლიჯონ, სისხლი გაიშრონ და თანაც წმინდანებივით იცხოვრონ!” – აკაკი მუხურაძე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ძნელია განსაჯო, რას ნაღვლობს ძაღლი: პატრონისა თუ მზრუნველის სიკვდილს?” – აკაკი მუხურაძე
* * *
„დათვლა კარგია, შენ მითხარი შეგროვება”. – თეიმურაზ ლანჩავა
* * *
„არ გეგონოთ, რომ გულღრძო ადამიანებს არ სჩვევიათ წუხილი”. – ჟოზე სარამაგუ
* * *
„ქვეყანა ბოროტების მტვრით აივსო!” – გიორგი ლეონიძე
* * *
„ადამიანს ხშირად უჭირს სხვის მდგომარეობაში შესვლა”. – ჟოზე სარამაგუ – (ავტორი გენია.ჯი)