ანტონიო გაუდი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ესპანელი (კატალონიელი) არქიტექტორი – ანტონიო გაუდი (1852-1926 წლები), რასაც კი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ყველაზე ნაკლებ ყურადღებას აქცევდა და რასაც ყველაზე ნაკლებ დროს უთმობდა – დაპურება იყო… (ავტორი გენია.ჯი) ის კი არადა, ანტონიოს ბიოგრაფები იმასაც ირწმუნებიან, რომ მას საშინლად სძულდა კვების პროცესიო. გაუდი ხშირად იმეორებდა ხოლმე – „წყალი – საუკეთესო საკვებიაო”, – და დიდი რაოდენობითაც მოიხმარდა მას. გარდა წყლისა, ესპანელი არქიტექტორის ერთადერთ საკვებ რაციონს წარმოადგენდა რძეში შეზავებული სალათის ფურცლებისაგან დამზადებული კერძი. იმასაც ანტონიო უმეტესწილად მაშინ გეახლებოდათ, როცა შიმშილისაგან გონების დაკარგვის ზღვრამდე მივიდოდა. – (ავტორი გენია.ჯი)