„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„სიარული ყველაფერს ცვეთს, გზასაც კი, დაუსრულებელი რომ არის, იმ გზასაც კი!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ისე, სოფელს ერთი გიჟი ყოველთვის უნდა ჰყავდეს. ხანდახან გიჟისგან უფრო მეტს გაიგებ ჭკუის სასწავლებელს, ვიდრე ჭკვიანად მონათლული კაცისგან”.

* * *

„ჯერ ოჯახის წინაშე უნდა ამაღლე, მერე სოფლის თვალში უნდა ამაღლდე, საკუთარ თვალშიც უნდა ამაღლდე. ყველგან და ყველაფერში უნდა ამაღლდე. აბა, როგორ გინდა იცხოვრო ამ მოკლე წუთისოფელში?”

* * *

„იალაღი და გადაიალაღება ხარს კი არა, კაცსაც კარგად უხდება”.

* * *

„კაცი მითხარი, თორემ ლოდს და ქვიშას რა გამოლევს დედამიწის ზურგზე!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რად ღირს საკუთარი ხელით მოპოვებული ლუკმა!” -

* * *

„ყველაფერს ფიქრი უნდა, დრო უნდა, რომ ისწავლო, მიხვდე!” -

* * *

„გინდაც ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ხდება, რა მოხდა მერე, ერთხელ მოხვედი და ერთი გზა გრჩება, ერთადერთი… წასვლა…”

* * *

„ – შეცდომა უნდა გამოვასწორო, ვისაც ამის ჭკუა აქვს, ქვეყანაზე არ დაიკარგება”.

* * *

„ქვეყნის უხილავმა განმგებელმა, როცა სიცოცხლის ხანგრძლიობას ანაწილებდა, ეტყობა, პეპელას მსგავსი მწერთათვის საერთოდ ვერ გაიმეტა სამი დღის მეტი. ამიტომაცაა ალბათ, სადაც კი თვალს შეავლებენ ოდნავ, მბჟუტავ კვარსაც კი, იმ წამსვე იქ მიფრინავენ, რათა ცოტათი მაინც გადაივადონ დღემოკლე წუთისოფელი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>