ნიკოლო პაგანინი – „ეპიზოდი”
„ეშმაკთან გარიგებაში” ბრალდებული ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მევიოლინე - ნიკოლო პაგანინი (1782-1840 წლები), უკიდურესი გონეგაფანტულობით გამორჩეული პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: მეხსიერების გამოსიობით, მისთვის დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული ამა თუ იმ ადამიანის სახელის დამახსოვრება. ხშირად ერეოდა ისინი ერთმანეთში და ხშირად ურევდა თარიღებსაც.
…და, ყველაფრისდა ამის მიუხედავად, როდესაც პაგანინი სცენაზე ვიოლინოთი წარსდგებოდა მსმენელის წინაშე, იგი ისე დაასრულებდა თავის ვირტუოზულ გამოსვლას, რომ ერთ უნებურ შეცდომასაც არ დაუშვებდა. „ჩემი მეხსიერება ტვინში კი არა, ხელებშიაო”, – ამიტომაც შენიშნავდა მაესტრო ხშირად. – (ავტორი გენია.ჯი)