ევალდ იურგენ ფონ კლეისტი – „ეპიზოდი”
ელექტრობითა და ელექტრული ენერგიის სათავისოდ გამოყენებით კაცობრიობა ისტორიის უძველესი ეპოქებიდან დაინტერესდა. ანტიკური ხანის ხელნაწერები მოწმობენ, რომ ელექტრობაზე ცდებს ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში ატარებდა ისეთი სახელოვანი ძველ ბერძენი სწავლული, როგორიც გახლდათ – თალეს მილეტელი. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე ძველ ელექტრულ ხელსაწყოდ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აღმოჩენილი ერთობ მარტივი კონსტრუქციის მქონე აკუმულატორი მიიჩნევა. იგი – ძვ.წ.აღ-ით II საუკუნით თარიღდება. მას შემდეგ ელექტრობით მრავალი გენიალური სწავლული დაინტერესდა. მათ შორის – ნიკოლა ტესლა და მიხეილ ლომონოსოვი…
ისტორიულმა დოკუმენტებმა შემოგვინახა იმ ადამიანის ვინაობაც, ვინაც პირველმა განიცადა საკუთარ თავზე ელექტრული მუხტის საშინელი ძალა (ჩვენებურად რომ ვთქვათ, ვისაც პირველს დაარტყა დენმა). იგი გახლდათ პირველი ელექტრული კონდესატორის, ეგრეთ წოდებული – „ლეიდენის ქილის” ავტორი, გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსი - ევალდ იურგენ ფონ კლეისტი (1700-1748 წლები). დენის დარტყმის სიმძლავრე იმდენად დიდი იყო, რომ კლეისტმა გონებაც კი დაკარგა, თუმცა, საბედნიეროდ, ცოცხალი გადარჩა.
ასე რომ, პირველი ადამიანი ისტორიაში, ვისაც დენმა დაარტყა, დიდი გერმანელი ფიზიკოსი – ევალდ იურგენ ფონ კლეისტი იყო. – (ავტორი გენია.ჯი)