ჰენრი VIII ტიუდორი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ინგლისის მეფე – ჰენრი VIII ტიუდორი (1491-1547 წლები), არა მხოლოდ მუსიკაზე ფანატიკურად შეყვარებულ მონარქს წარმოადგენდა, არამედ თავადაც კარგი მუსიკოსი იყო. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ეს სასტიკი და ცოლთმოძულე კაცი შესანიშნავად ფლობდა ფლეიტაზე, ტრომბონზე, გუდასტვირსა და მანდოლინაზე დაკვრის ხელოვნებას. სამეფო სასახლის კარზე მეფეს გააჩნდა მუსიკოსებისაგან დაკომპლექტებული სპეციალური პირადი შტატი, რომელიც ყველგან თან ახლდა მუსიკაზე ეგზომ შეყვარებულ მბრძანებელს. ტიუდორი ღრმად იყო თავის მუსიკალურ შესაძლებლობებში დარწმუნებული და მიაჩნდა, რომ ნებისმიერი მუსიკალური ნაწარმოების შესრულება ძალუძდა სათანადო დონეზე. იყო შემთხვევები, როდესაც მონარქი პირადი ინიციატივით უერთდებოდა თავის ტრომბონთან ერთად ეკლესიის მუსიკოსთა დასს და მათთან ერთად უკრავდა.
საინტერესოა ისიც, რომ ჰენრი VIII თავადაც წერდა მუსიკალურ ნაწარმოებებს. მისი ყველაზე ცნობადი მუსიკალური ნაწარმოები გახლავთ ფოლკლორზე აგებული ბალადა, სახელწოდებით – „მწვანე სახელოები”. ლამაზი სიმღერა სიყვარულზე, რომელიც გაგიკვირდებათ და, ჰენრიმ მის მიერ სასიკვდილოდ გამეტებულ მეუღლეს, დედოფალ – ანა ბოლეინს მიუძღვნა. – (ავტორი გენია.ჯი)