ვაჟა ჩორდელის ჩანაწერებიდან…
„ერთი დოქი ღვინო, ყველის ნაჭერი, პური და, რაც ყველაზე მთავარია: კეთილი გული. თუ მაინცადამაინც, ხახვის ძირი თავის ნოშოიან-ფოჩიანად, ა, ეგ არის და ეგ. ამნაირი პურმარილია გემრიელი, თვარა, ხბო და გოჭ-ქათამი თუ გაჟლიტე, სულიერი თუ უსულოდ აქციე, ოჯახი თუ დააქციე, რაღა ფასი აქვს მაგნაირ ქეიფს, შე კაი კაცო, შენა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მაინც რა არის ეს აპრილი, აფეთქდება, გადაირევა, წამოიხედავს ბალახი, ავარდება ყლორტი, მუხლი გაუთბება ვაზს, გადიფოფრება კაკალი… აუჰ, რა არის დალოცვილი სიცოცხლე, გაგიხარია, თუ არაფერი გაწუხებს, თუ… ჰო, ჰო, თუ არაფერი გტკივა კაცს…”
* * *
„ხარს კი არა, მგელს ჭედავს ზოგი”.
* * *
„კაცს, ცხენის აღვირის სიგრძე წანკლიანი ენა არ უნდა ჰქონდეს”.
* * *
„ზარმაცი კაცი ოჯახის მტერია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შარაზე კაცს რა გამოლევს”.
* * *
„მოვიდა სიბერე და წავიდა ძალა…”
* * *
„ვაი, შენ, ჩემო სოფელო, რა ენა გაქვს გადმოგდებული?”
* * *
„საკუთარი სტომაქის გასაგრილებლად წყლის დალევა რომ კაცს დაეზარება, მისგან გამოვა რამე?!”
* * *
„არა, კაცო, გადასარევია, მეც ვიყავი ახალგაზრდა, მაშინაც ისე იყო, ახლაც ასეა, თაფლობის თვეს ახალდაქორწინებულთა პირველ დღეებს ეძახდნენ და ეძახიან დღესაც, მაგრამ ორწლიანი თაფლობა ჯერ არ გამიგონია!” – (ავტორი გენია.ჯი)