ედმუნდ რკინისმხარა – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, ინგლისის მეფემ – ედმუნდ უესექსმა (988-1016 წლები), თავისი მეტსახელი – „რკინისმხარა” იმ გარემოების გამო მიიღო, რომ არასოდეს ჩნდებოდა ქვეშევრდომთა წინაშე აბჯრის გარეშე. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიკოსების ცნობით, გვირგვინოსნის ასეთი უცნაური ქმედება დაკავშირებული გახლდათ მისივე მრავალრიცხოვან და გავლენიან მტრებთან. იმისათვის, რომ ედმუნდს შესაძლო მოულოდნელი თავდასხმისაგან თავი დაეცვა, იძულებული იყო ყველგან აბჯარი ეტარებინა. თუმცა, უნდა შევნიშნოთ, რომ მოულოდნელი სიკვდილისაგან იგი ვერც მისმა განუყრელმა აბჯარმა იხსნა… ერთადერთი ადგილი, სადაც მეფე ყოველგვარი აბჯრის გარეშე შედიოდა, საპირფარეშო იყო. უესექსის ასეთი „სისუსტე” შეუმჩნეველი არ დარჩენია მეფის მტრებს, რომლებმაც კარგადაც ისარგებლეს ამით: 1016 წლის 30 ნოემბერს, აბჯრის გარეშე მყოფი ედმუნდ რკინისმხარა შეთქმულებმა საპირფარეშოში ჩააკლეს მშვილდიდან ნასროლი ისრით. – (ავტორი გენია.ჯი)