ფრაზეოლოგია „აკრძალული ხილი”-ს შესახებ…
„აკრძალული ხილი” შემწვარი ფაქტებით – ჯოჯოხეთის სამზარეულოს საფირმო კერძია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სამოთხე – ეს არის ბაღი, სადაც „აკრძალული ხილის” დაგემოვნებაა შესაძლებელი”.
* * *
„ვინც არ რისკავს, ის არც ჭამს „აკრძალულ ხილს”. შედეგად, მისი კვების რაციონი დაბალანსებული კი არის, თუმცა მეტად მოსაწყენი და უგემურია”.
* * *
„აკრძალული ხილის” ასორტი ყველაზე გემრიელია”.
* * *
„მოუმწიფებელი „აკრძალული ხილი” ნებადართულ დამწიფებულ ხილზე ტკბილია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაზე იოლად პირს „აკრძალული ხილის” მირთმევა კეტავს”.
* * *
„ისტორიაში პირველი დიკრიმინაციის შემთხვევა სამოთხეში იქნა დაფიქსირებული. „აკრძალულ ხილად” ვაშლის არჩევამ სხვა დანარჩენი სახეობის ხილის უკმაყოფილება გამოიწვია”.
* * *
„აკრძალული ხილი”, როგორც წესი, განხეთქილების ვაშლია”.
* * *
„აკრძალული ხილი” დიეტური კვების მენიუში არ შედის”.
* * *
„მორალისა და ზნეობის დაცემასთან ერთად, „აკრძალული ხილი” მორიგე კერძად იქცა ადამიანებისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)