ბალთაზარ გრასიან-ი-მორალესი
ბალთაზარ გრასიან-ი-მორალესი - დაიბადა 1601 წლის 8 იანვარს,ესპანეთის ავტონომიური გაერთიანების – არაგონის,მუნიციპალიტეტში ბელმონტე-დე-გრასიანში.იგი წარმოადგენდა უდიდეს ესპანელ მწერალს,ფილოსოფოსს,ლიტერატურის კრიტიკოსსა და იეზუიტთა ორდენის იმ წევრს,რომელსაც დღემდე “ბაროკოს ეპოქის ლიტერატურის” ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად მიიჩნევენ. (ავტორი გენია.ჯი) მამა ექიმი ჰყავდა.გარდა ამისა ჰყავდა სამი ძმა და ერთი და.მომავალი მწერალი,ისევე,როგორც ეს იმ პერიოდის ესპანეთში გახლდათ მიღებული,ბავშვობიდანვე სასულიერო კარიერისათვის ემზადებოდა.1619 წელს,არაგონში ჩაირიცხა იეზუიტთა ორდენის შემადგენლობაში.1623 წელს,სარაგოსაში შეისწავლა თეოლოგია.30 წლის ასაკიდან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა,რა დროსაც კატალონიის ლერიდაში “მორალური თეოლოგიის” კურსს ატარებდა.32 წლის ასაკში კი ვალენსიაში,განდიის იეზუიტთა კოლეგიაში ფილოსოფიის კურსის წაკითხვაც დაიწყო.ბალთაზარის ლიტერატურული მოღვაწეობა 1636 წელს,უესკაში გადასვლის შემდეგ იღებს სათავეს,რომელიც იმ დროისათვის არაგონის ერთ-ერთ კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა.უესკაში გადასვლიდან ერთ წელიწადში ქვეყნდება მისი პირველი და მნიშვნელოვანი ნაწარმოები,მორალური ტრაქტატი,სახელწოდებით – “გმირი”.აღნიშნულმა წიგნმა იმთავითვე დიდი პოპულარობა ჰპოვა არა მარტო ესპანეთში,არამედ მთელს ევროპაშიც კი.(ავტორი გენია.ჯი) ესპანეთში იმ ეპოქაში,იეზუიტთა ორდენის წევრებს ეკრძალებოდათ დაებეჭდათ რაიმე სახის ისეთი ნაწარმოებები,რომლებიც ხელმძღვანელობიდან არ იყო ნება დართული,სწორედ ამის გამო ბალთაზარი,თავის ნაწარმოებებს მისი ძმის – ლორენსო გრასიანის სახელით აქვეყნებდა.1640 წელს დაწერა და გამოაქვეყნა წიგნი – “პოლიტიკა”; 1651-1653-1657 წლებში,სამ ნაწილად გამოაქვეყნა – “კრიტიკონი”.1657 წელს “კრიტიკონი”-ს მესამე ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ,სარაგოსაში მდებარე განდიის იეზუიტთა კოლეგიის რექტორმა,იგი სასწავლებლიდან გააძევა და მოსანანიებლად გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ პური და წყალი დაუწესა.დიდი მწერლის სიცოცხლის უკანასკნელი წლები სავსე იყო დამცირებებით,სასოწარკვეთითა და უბედურებებით.საბოლოო ჯამში,ბალთაზარ გრასიან-ი-მორალესი 1658 წლის 6 დეკემბერს,ტარასონაში,ყველასაგან მიტოვებული გარდაიცვალა.მიუხედავად საუკუნეების გასვლისა,მის წიგნებს აქტუალურობა დღემდე არ დაუკარგავს და მსოფლიოს მრავალ ენაზეც იქნა ნათარგმნი. (ავტორი გენია.ჯი)