სპარტა – „ეპიზოდი”

ფართოდ გავრცელებული ლეგენდის თანახმად, საყოველთაოდ ცნობილი ძველ ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო – სპარტა, დაარსებული იქნა ზევსის სახელოვანი ვაჟის – ლაკედემონის მიერ. იგი დაქორწინებული გახლდათ ქალზე, რომლის სახელიც გახლდათ – სპარტა. წყვილს თანაცხოვრებაში ორი ვაჟი – ამიკლასი და ევრიდიკე შესძენია. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით ლაკედემონს ქალაქი აუგია, რომლისთვისაც თავისი საყვარელი მეუღლის საპატივცემულოდ – სპარტა დაურქმევია. ასე რომ, მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი და უმამაცესი მეომრები ქალის სახელის მქონე სამშობლოს შვილები იყვნენ. თუმცა-კი, ეს გარემოება სულაც არ უქმნიდა მათ უხერხულობას, ღირსეულად დაეცვათ იგი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სპარტელი მებრძოლი ღირსეულად არ აღასრულებდა საკუთარ ვალს სამშობლოს წინაშე და ბრძოლაში სიმხდალეს გამოიჩენდა, მაშინ იგი სამარადჟამოდ სირცხვილის ბოძზე იქნებოდა გაკრული. ეს კიდევ არაფერი: მის მემკვიდრეებს დაქორწინება და შთამომავლების გაჩენაც კი ეკრძალებოდათ. შეიძლება ითქვას, რომ წინაპრის მიერ ჩადენილი სამარცხვინო საქციელის გამოსყიდვა პრაქტიკულად ყოვლად შეუძლებელი მოვლენა გახლდათ მისი სრულიად უდანაშაულო მემკვიდრეებისთვისაც კი.

აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ სპარტაში, სადაც გონებრივ საქმიანობას, ანუ სწავლა-განათლებასა და ცოდნას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, ცოდნის შეძენის მოსურნე ხალხსაც – ლაჩრებად აცხადებდნენ და ქალაქიდან დევნიდნენ. სპარტის არსებობის მრავალსაუკუნავანი ისტორიის მიუხედავად, ამიტომაც არ შემორჩენილა არც ერთი სპარტელი ფილოსოფოსის, არცერთი სპატრელი ისტორიკოსის, არცერთი სპარტელი ორატორისა და არცერთი სპარტელი პოეტის სახელი თანამედროვე ეპოქას. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>