იცით თუ არა, რომ?!
1. სპარტელებს უამრავი ილოტი მონა კი ჰყავდათ, თუმცა პირად საკუთრებაში მათი ყოლიების უფლება არც ერთ მათგანს არ გააჩნდა, რადგან მონები სპარტაში – „სახელმწიფო საკუთრებას” წარმოადგენდნენ. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. მეცნიერთა მტკიცებით, ტირიფისებრთა ოჯახის ერთ-ერთი უმშვენიერესი წარმომადგენელი მცენარე – ვერხვი, პირველად თანამედროვე ჩინეთის ტერიტორიაზე გაჩნდა.
* * *
3. დედამიწაზე არსებული მარჯნის რიფების საერთო ფართობი – 27 მილიონ კვადრატულ კილომეტრს აღწევს.
* * *
4. პირველი ქალაქი ისტორიაში, რომელსაც 1985 წელს „ევროპის კულტურის დედაქალაქის” სტატუსი მიენიჭა, საბერძნეთის ლეგენდად ქცეული დედაქალაქი – ათენია.
* * *
5. ადამიანის ორგანიზმში ყველაზე დიდ ორგანოს – ფილტვები წარმოადგენენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ლეგენდად ქცეული რომის იმპერატორი – იულიუს კეისარი ალკოჰოლურ სასმელებს იშვიათად მოიხმარდა და, როცა მოიხმარდა, იმდენად მცირე რაოდენობით, რომ მთვრალი იგი არასოდეს არავის არ უნახავს.
* * *
7. პირველი ქვეყანა, სადაც ბადრიჯნის მოყვანა დაიწყეს სამრეწველო მასშტაბით ძვ.წ.აღ-ით V საუკუნეში – ჩინეთი გახლდათ. ევროპელებმა ბადრიჯნის გამოყენება საკვებ პროდუქტად პირველად XV საუკუნეში დაიწყეს. თუმცა, მის ინდუსტრიულ კულტივირებას ხელი მხოლოდ XIX საუკუნეში მიჰყვეს.
* * *
8. გენიალური გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს საყვარელ ყვავილს – მიხაკი წარმოადგენდა. იგი მას „გამძლეობისა” და „სიმტკიცის” ერთ-ერთ აშკარა სიმბოლოდ განიხილავდა.
* * *
9. ტრადიციულ ჩინურ ანბანში 40 ათასამდე იეროგლიფია.
* * *
10. აფრიკის ცხელ კონტინენტზე არსებული ქვეყნის – ანგოლის რესპუბლიკის მოსახლეობის 90% ქრისტიანია. მათგან ნახევარი – კათოლიკეა. – (ავტორი გენია.ჯი)