„დამაკვირდი”
„მკვლელი რომ მოკლა, გგონია შენ მკვლელად არ იქცევი? შენ რომ გაგქურდეს, ადგე და შენ სხვა გაძარცვო, ეს გაგამართლებს გგონია? არ წაგიკითხავს, „ყველაზე დიდი შურისძიება ისაა, არ ემგვანო იმას, ვინც გაგამწარაო?” ღალატსა და ბიწიერებას რომ ღალატითა და ბიწიერებით ვუპასუხოთ, ერთგულებასა და პატიოსნებას რა პასუხი მივცეთ”. – ოტია იოსელიანი (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ არსებობს ისეთი სასტიკი სასჯელი, ისეთი საშინელი მწუხარება, რომლის გადატანა გარყვნილ სხეულს არ დაემსახურებინოს”. – ფრანსუა-რენე შატობრიანი
* * *
„სიმართლე თავისი გამოხატვის დროს სრულყოფილი არ არის. მას ყველაფერი გარეთ არ გამოაქვს, იგი მხოლოდ მიგახვედრებს ყველაფერს, რაც შიგნით არის”. – ონორე დე ბალზაკი
* * *
„თუ დროთა ვითარებაში თქვენ მოგწყდით, ეს იმისთვის, რომ მარადისობაში თქვენთან განუყრელი ვიყო”. – ჟაკ-ანრი ბერნარდენ დე სენ-პიერი
* * *
„რა სუსტია ადამიანი, რომელსაც ვნება ეუფლება”. – ფრანსუა-რენე შატობრიანი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დღევანდელი სიმართლე და პატიოსნება რთულია. თუმცა ცხოვრება, საუბედუროდ, არასოდეს არაა ელემენტარული, მარტივი და – ორჯერ ორი ოთხია”. – ოტია იოსელიანი
* * *
„ევა ადამისათვის იყო გაჩენილი, ადამი კი ევასათვის. თუ მათაც ვერ შეძლეს ბედნიერი მდგომარეობის შენარჩუნება, მათს შემდეგ რომელი წყვილიღა შეძლებს ამას?” – ფრანსუა-რენე შატობრიანი
* * *
„ზნეობრივი ტანჯვა ადამიანებში ნაკლებ სიბრალულს იწვევს, რადგან მას ვერ ხედავენ”. – ონორე დე ბალზაკი
* * *
„ბევრი სიამოვნება განმიცდია ჩემი მოგზაურობის დროს გარდასულ ეპოქათა ძეგლისა და ქანდაკების ნახვით, მაგრამ უფრო მეტი სიამოვნება მიგრძნია, როდესაც კარგად გაკეთებული წარწერა წამიკითხავს; მაშინ მგონებია, ქვებს ადამიანის ხმა ამოუდგამთ და იგი, საუკუნეთა გადამლახავი, თავს გვასმენინებს-მეთქი. ეს ხმა უდაბურ მხარეში მყოფ ადამიანს მიმართავს, ეუბნება, მარტო არა ხარო”. – ჟაკ-ანრი ბერნარდენ დე სენ-პიერი
* * *
„ქალები იმ ადამიანებს უჯერებენ, რომლებიც თავიანთ ფრაზებს სიტყვა „სიყვარულით” ავსებენ. მაშინ ისინი დარბიან, ფუსფუსებენ, თავს არ ზოგავენ, ინტრიგანობენ, ფაქტებს ადასტურებენ, ეშმაკსაც გაუამხანაგდებიან იმისათვის, ვინც უყვართ”. – ონორე დე ბალზაკი – (ავტორი გენია.ჯი)