ოტია იოსელიანი წერდა…

„თვალები რომ დახუჭო კი არა, დაითხარო, ამით სინამდვილეს ვერ გადააკეთებ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არც ერთ დედას არ შეუქმნია შვილი მპარავად და მლიქვნელად. ყველას, ისევე როგორც შენ, შვილი პატიოსანი და ქედუხრელი უნდა. ქვეყნის მოჭირნახულე და სახელდებული. ამნაირს ის ზრდის თუ არა ეს სხვა საქმეა, მაგრამ მე დედის სურვილზე და მცდელობაზე მოგახსენებ”.

* * *

„ყველაფერი შედარებითია”.

* * *

„ყველაფერი ღალატია, რასაც რწმენის წინააღმდეგ აკეთებ”.

* * *

„…ღმერთო დიდებულო! როგორ თავ-ბოლო აუხსნელია ადამიანის სიცოცხლე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„იქნებ მკვდრები უფრო ადამიანურად „ცხოვრობენ”, ვინემ ცოცხლები, ამ ტანჯულ-წამებულ წუთისოფელს რომ არიან ჩაბღაუჭებული და ათასი და ათი ათასი ხრიკებით, ცბიერებით, ღალატითა და ვერაგობით მიათრევენ, როცა, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს მაინც ერთი დასასრული აქვს. არ ვუნდივართ ამ ქვეყანას, არ ვუნდივართ ყოფას და მაინც ვეტორღიალებით”.

* * *

„შეუძლებელია, კურდღელზე მონადირეს ავაზის დამჭერი არ გერჩიოს”.

* * *

„ბავშვი იმ ოჯახით იზრდება, სადაც დაიბადა და ცხოვრობს, მაგრამ ცალი თვალი მაინც გარეთ უჭირავს, სახლიდან რომ გავა რა გზას დაადგეს, რით უფრო მიიქცევს იმათ ყურადღებას, ვინც ეზოს გადაღმა ელოდება”.

* * *

„ჯოჯოხეთურ შრომას აიტანს ადამიანი, თუ მის წვალებას დამფასებელი ჰყავს”.

* * *

„დღევანდელი ადამიანის ბედი რთულია და თავ-ბოლო გაუსაგისი. თუ სული, რწმენა და ზნეობა არ გაბადია, ლეში ხარ, ცხოველი. გაქვს და, როგორი საპატრონოა ის, რაც ღმერთს ებარა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>