ლუი პასტერი – „ეპიზოდი”
გენიალურმა ფრანგმა ქიმიკოსმა და მიკრობიოლოგმა – ლუი პასტერმა (1822-1895 წლები), თავის ლაბორატორიაში, XIX საუკუნის მიწურულში „ძაღლის ცოფის” უსაშინელესი ვირუსის შესწავლა დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული გარემოების გამო, მეცნიერის კვლევით ლაბორატორიაში განთავსებული იყო სპეციალური გალიები, რომლებშიაც გამომწყვდეული ჰყავდათ რამდენიმე ცოფიანი ძაღლი. შედეგად, პასტერის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები, რამდენიმე უცნაურ და ამასთანავე უცილობელ შიდაგანაწესს ემორჩილებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი ვალდებულება გახლდათ ის, რომ ლაბორატორიაში ყოფნის ჟამს თითოეულ თანამშრომელს თან გამუდმებით უნდა ეტარებინა ჩახმახზე შეყენებული პისტოლეტი. იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიის რომელიმე თანამშრომელს (ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი პასტერის ჩათვლით) შემთხვევით უკბენდა ცოფიანი ძაღლი, ფრანგი მეცნიერის ლაბორატორიაში მოქმედი „კოდექსი” უფლებას იძლეოდა ადგილზე მოეკლათ დაზარალებული კოლეგა. – (ავტორი გენია.ჯი)