მიხეილ ჯავახიშვილი წერდა…
„მეგობრებო! მე ძველი თაობის კაცი ვარ და ზოგი რამ ახალი ვერ მესმის. მსურს, ძალიან მსურს გავიგო, მაგრამ ვერ გავიგე. აი ერთი მაგალითი: ოჯახის კარი დღეს ალაყაფად გადაიქცა, ნამდვილ კარიბჭეს დაემსგავსა. თითქმის ყველას შეუძლია შევიდეს, იქაურობა მოჩხრიკოს, ყველგან ხელი მოაფათუროს, ყველაფერი დასუნოს, საწოლ ტახტის ქვეშაც შეიხედოს და, თუ დრო იხელთა, ხელს რამე გააყოლოს, ხოლო მასპინძელს ბიწი და სირცხვილი დაუტოვოს.
ვისაც კარი მუდამ ღია ჰქონდა, უწინაც ასეთივე დღე ემართებოდა. მაგრამ საქმე ის არის, რომ მაშინ კარღია ოჯახს უფრო ძნელად ნახავდით”.