სამედიცინო ჟურნალი „Continuum” – „ეპიზოდი”

1992 წლის დეკემბრის თვეში, ჯოდი უელსის მიერ ლონდონში დაარსებული იქნა სამედიცინო ჟურნალი, სახელწოდებით – „Continuum”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ინგლისურენოვანი სამედიცინო ჟურნალის დაარსების უმთავრეს მოტივს წარმოადგენდა მოსახლეობის დარწმუნება იმაში, თითქოსდა ბუნებაში არ არსებობდა ისეთი სახის საშინელი აივ-ინფექცია, როგორიც გახლავთ – შიდსი (შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი), და რომ იგი, მხოლოდ და მხოლოდ შეთქმულების თეორიის ნაწილს წარმოადგენდა. 2001 წლის თებერვალში ჟურნალი „Continuum” მოულოდნელად დაიხურა. მისი დახურვის მიზეზი კი, მართლაც რომ მეტად საინტერესო და ამასთანავე, ძალიან სამწუხარო გარემოებას დაუკავშირდა: ჟურნალის მთელი სარედაქციო კოლეგია, რომელიც წლების განმავლობაში მოქალაქეებს თავგამეტებით უმტკიცებდა, რომ შიდსი ბუნებაში არ არსებობდა, სწორედ რომ ამავე დაავადების მსხვერპლი შეიქნა (პირდაპირი მნიშვნელობით). ჯერ იყო და, „Continuum”-ის ფუძემდებელი – ჯოდი უელსი ემსხვერპლა შიდსის აივ-ინფექციას; ამავე დაავადებას შემდგომში მისი სხვა თანამშრომლებიც ემსხვერპლნენ. მათ შორის, ჟურნალის ორი მომდევნო რედაქტორიც. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>