ავსტრალიური ვარხვი – „ეპიზოდი”
ავსტრალიის კონტინენტის ყველაზე დიდი მფრინავი ფრინველი – ავსტრალიური ვარხვი, რომლის წონაც 7-დან 8 კილოგრამამდე მერყეობს, განსაკუთრებული მადიანობით გამორჩეული არსებაა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფაქტია, რომ იგი დღეში საშუალოდ 9 კილოგრამამდე საკვებს მოიხმარს. მისი კვების ძირითად რაციონს სხვა უამრავი სახეობის ფრინველის მსგავსად, ძირითადად თევზი წარმოადგენს. გარდა თევზისა, ავსტრალიური ვარხვი სხვა წყალქვეშა ორგანიზმებითაც იკვებება – კიბოსნაირები, ამფიბიები და მცირე ზომის კუები. თუმცა, როდესაც იგი შიმშილის ზღვარზე დგება, თავს ესხმის თავის თანამოძმე ფრინველებსაც, რათა შემდგომ მათი ხორცით გამოიკვებოს. ავსტრალიური ვარხვის კერძად შესაძლოა იქცეს როგორც თოლიები, ასევე იბისებიც. ან კიდევ, თავად ავსტრალიური ვარხვებიც კი. მონადირებული მსხვერპლი, რომელიც მის მძლავრ ნისკარტშია მოქცეული, მანამ ჰყავს წყალქვეშ, სანამ არ დაახრჩობს. შემდეგ კი, რაღა თქმა უნდა, ჭამს. შესაბამისად, ამ უნიკალურ ფრინველებში შიმშილი კანიბალიზმის გამომწვევი მიზეზი ხდება ხოლმე. – (ავტორი გენია.ჯი)