ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – „ეპიზოდი”
მაშინ, როდესაც მსოფლიო კლასიკური მუსიკის გერმანელმა ტიტანმა – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა თავისი უკვდავი მუსიკალური ნაწარმოები – „მეცხრე სიმფონია” პირველად წარადგინა ვენის კერნტნერტორის თეატრის სცენაზე გადავსებული აუდიტორიის წინაშე (1824 წლის 7 მაისი), უკვე სრულად გახლდათ სმენადაკარგული. აღნიშნული ნაწარმოების ჯადოსნურად შესრულებას რომ მორჩა გენიალური ავტორი, იგი სპეციალურად მიაბრუნეს მაყურებლისაკენ, რათა სმენადაკარგულს, რომელსაც არ ესმოდა ტაშის გამაყრუებელი ხმა, საკუთარი თვალით ეხილა, თუ როგორ გულმხურვალე აპლოდისმენტებს უძღვნიდა მასა და მის უკანასკნელ დასრულებულ სიმფონიას ფეხზე წამომდგარი აღტაცებული პუბლიკა. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. „ბეთჰოვენის მსგავს შედევრს ვერასოდეს დავწერო”, – აღიარებდა დიდი გერმანელი კომპოზიტორი – იოჰანეს ბრამსი, ხოლო ლუდვიგის მეორე სახელოვანი ავსტრიელი კოლეგა – ფრანც შუბერტი კი მრავლისმეტყველად აცხადებდა – „საერთოდ, ვის შეუძლია ბეთჰოვენის შემდეგ, რაიმე კიდევ შემატოს მუსიკასო?!” – (ავტორი გენია.ჯი)