ნატალი პორტმანი – „ეპიზოდი”

ებრაული წარმომავლობის მქონე პოპულარული ამერიკელი მსახიობი ქალი – ნატალი პორტმანი, ვინაც მატილდას დაუვიწყარი სახე შექმნა ლიუკ ბესონის ფილმში – „ლეონი: პროფესიონალი”, ერთ-ერთი ყველაზე ერუდირებული და ინტელექტუალი ადამიანი გახლავთ მსახიობთა შორის. (ავტორი გენია.ჯი) იგი თავისუფლად ლაპარაკობს ივრითსა და ინგლისურ ენებზე. გარდა ამისა, ნატალი ასევე სხვადასხვა დონეზე ფლობს ესპანურ, ფრანგულ, გერმანულ და იაპონურ ენებსაც. ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში, მომავალი მსახიობი ქალი თანაავტორი გახდა ისეთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომისა, როგორიც გახლავთ – „წყალბადის ფერმენტული გამომუშავება”. ეს კი, დამეთანხმებით, რომ კარგად მეტყველებს პორტმანის მაღალ გონებრივ შესაძლებლობებსა და მის შესაშურ ერუდიციაზე.

ცნობილი ებრაელი ექიმის ქალიშვილმა უმაღლესი შეფასებით დაასრულა ჰარვარდის ცოდნის ტაძარი, სადაც ბაკალავრის ხარისხიც მიიღო ფსიქოლოგიის დარგში. სწორედ რომ სწავლის პროცესში ხელის შეშლის მომიზეზებით განაცხადა მან უარი თავის დროზე, ლეონარდო დი კაპრიოსთან ტანდემში ეთამაშა ჯულიეტას როლი, შექსპირის საყოველთაოდ გახმაურებულ დრამაში – „რომეო და ჯულიეტა”.

საყურადღებოა ისიც, რომ ვეგეტარიანული ცხოვრების წესის მიმდევარი პორტმანი, ვისაც 8 წლის ასაკის შემდეგ აღარასოდეს უგემნია ცხოველური საკვები, ყოველთვის საჯარო კრიტიკით გამოდის პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგ.

„მე ძალიან მიყვარს ამერიკა, თუმცა, თავს როგორც სახლში, მხოლოდ იერუსალიმში ვგრძნობო”. – გულწრფელად განაცხადა ერთხელ „ახალ ოდრი ჰეპბერნად” წოდებულმა ნატალიმ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>