ავსტრალიური ფუტკარი – „ეპიზოდი”
როდესაც ავსტრალიის მწვანე კონტინენტს პაპანაქება სიცხეების სეზონი მოიცავს ხოლმე, რიგი ყვავილების ნექტარი მუშა-ფუტკრებში, რომლებიც მათით ხარბად იკვებებიან, თრობის ეფექტის გამომწვევი მიზეზი ხდებიან. (ავტორი გენია.ჯი) მათრობელა ნექტრის ქვეშ მყოფი ფუტკრები ასეთ შემთხვევაში მოძრაობის კოორდინაციის უნარს კარგავენ და, როდესაც გაბრუებულნი ცდილობენ თავიანთ სკებს დაუბრუნდნენ, სკებთან სპეციალურად მოდარაჯე „მცველი-ფუტკრები” მათ ამის საშუალებას მანამ არ აძლევენ, სანამ არ გამოფხიზლდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი მრავლიმეტყველი გარემოება იხატება: მთვრალს – ფუტკარიც კი არ უშვებს სახლში…. – (ავტორი გენია.ჯი)