ლუი არმსტრონგი – „ეპიზოდი”
ახალი ორლეანის უღარიბეს შავკანიანთა კვარტალში ქვეყნიერებას მოვლენილი – ლუი არმსტრონგი, ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში ჩადგა ქვა-ნახშირით მოვაჭრე ლიტვიდან ამერიკაში ემიგრირებული ებრაული ოჯახის, გვარად – კარნოფსკების სამსახურში. (ავტორი გენია.ჯი) მათთან მუშაობის პროცესში ჯაზის მომავალმა ვარსკვლავმა ოჯახის განსაკუთრებული ნდობა და სიყვარული დაიმსახურა. შედეგად, პატარა შავკანიანი ბიჭუნა, კარნოფსკებისათვის ნამდვილ ღვიძლ-შვილად იქცა. სწორედ რომ მათ მისცეს ლუის კორნეტის საყიდელი ფული, პირველი მუსიკალური ინსტრუმენტისა, რომელიც არმსტრონგის პირადი საკუთარება გახდა. ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ, კარნოფსკებმა უდიდესი წვლილი დაიდეს ლუის თავბრუდამხვევი კარიერის მოწყობაში. თავის მხრივ, ეგზომ დიდი ამაგი და დამსახურება არც ლუის დაუკარგავს მათთვის: კარნოფსკებისადმი მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად, იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებდა ისრაელისა და ებრაელი ხალხის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს – „დავითის ვარსკვლავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
„დავითის ვარსკვლავი” ლუის არმსტრონგის გულ-მკერდზე