რობერტ მილიკენი – „ეპიზოდი”

ცნობილი ფაქტია, რომ დიდ ამერიკელ ფიზიკოსს – რობერტ ენდრიუს მილიკენს (1868-1953 წლები), განსაკუთრებით არ უყვარდა თავისი გენიალური კოლეგა – ალბერტ აინშტაინი და, შესაბამისად, მის მიმართ ერთობ უარყოფითადაც იყო განწყობილი. გარდა ამისა, მას არ სჯეროდა აინშტაინის მიერ წამოყენებული ჰიპოთეზისა იმის შესახებ, რომ სინათლე ნაწილაკებისაგან (ფოტონებისაგან) შედგება. სწორედ რომ აინშტაინის აღნიშნული იდეის უარსაყოფად დაიწყო მილიკენმა რიგი მეცნიერული ექსპერიმენტების ჩატარება. რობერტის მიერ წარმოებულმა ხანგრძლივმა და საგულდაგულო კვლევებმა, მისდა სამწუხაროდ (თუ სასიხარულოდ), მილიკენისათვის ეგზომ საძულველი კოლეგა-ფიზიკოსის შემოთავაზებული ჰიპოთეზის ჭეშმარიტება მეცნიერულ დონეზე დაადასტურა. სასიხარულოდ-თქო იმიტომ ავღნიშნე, რომ სინათლის კორპუსკურული თეორიის დამტკიცებისათვის – რობერტ ენდრიუს მილიკენს – ნობელის პრესტიჟული პრემია მიენიჭა 1923 წელს. – (ავტორი გენია.ჯი)

რობერტ მილიკენი და ალბერტ აინშტაინი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>