მუხრან მაჭავარიანი წერდა…
„რაც უნდა ბრძანონ ლმობიერმა ბრძენმა ძიებმა, ყოველ გრძნობაზე ძლიერია შურისძიება!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უაზრო ხმაური არ მსურს, უაზრო დუმილი მიჭირს”.
* * *
„ხორცის სიმძიმე მაიძულებს დავეშვა დაბლა. ცაში ვიფრენდი, რა თქმა უნდა, იგი რომ არა”.
* * *
„ენა რაც უფრო გიჭრის, – გაქვს უფრო მეტი დუმილის ნიჭი”.
* * *
„სხვისიც ყოფილა, თუ ყოფილა ჩემს თვალზე ცრემლი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქვეყნად ყველაფრის დავარგებას სჭირდება ხანი!”
* * *
„სიმართლეს ქვეყნად პატრონი არ ჰყავს, ნამუსის გარდა!”
* * *
„საქმე იმიტომ უფროა ცუდად, რომ ცუდად როა, არ იცის ბევრმა!”
* * *
„შურზე ნაშენი, ქვიშაზეა ნაშენი კოშკი!”
* * *
„ცხოვრება მაინც არის გართობა!” – (ავტორი გენია.ჯი)