ერთი უცნაური ნიდერლანდული ტრადიცია
ნიდერლანდების საყოველთაოდ ცნობილ სამეფოში ერთ უცნაურ ტრადიციას აქვს ჩაყრილი საფუძველი. ტრადიციას, რომელიც მარტოხელა ადამიანებთან არის დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ: როდესაც ცხოვრებისაგან უსიკვდილოდ დაღლილი მარტოხელა ადამიანი სრულ მარტოობაში დალევს ხოლმე სულს, მისი ხსოვნისადმი პატივისდების ნიშნად, რომელიმე ნიდერლანდელი მოყვარული, მოხალისე-პოეტი უცილობლად წერს ლექსს, რომელსაც შემდგომ თავისი მარტოხელა თანამემამულის დაკრძალვის ცერემონიაზე კითხულობს.
ასეთი სახის უცნაურ პრაქტიკას სათავე გრონინგენელმა პოეტმა – ფრედერიკ ბარტიმ ჩაუყარა. 2001 წლიდან კი, მის მიერ საფუძველ-ჩაყრილი პრაქტიკა, ერთგვარ ეროვნულ ტრადიციად ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, მარტოხელა თანამემამულეთა დაკრძალვის ცერემონიალში მუდმივად იღებენ მონაწილეობას მოხალისე-პოეტები, რომლებიც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ლექსებს უძღვნიან აწ-გარდაცვლილებს. – (ავტორი გენია.ჯი)