„დამაკვირდი”
„ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო… საიდანაც მოვედით, მუნვე მივიქცევით და არ არის მთქმელი იმისა, თუ რატომ მოვედით ან რატომ მივდივართ”. – გრიგოლ აბაშიძე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხომ ამ ხნის კაცი ვარ, შვიდი ათეული წელი ჩამომიმარცვლავს, თეთრად შევბერებივარ ქვეყანას და ერთხელაც არ გამივლია გუნებაში, ჩემი სიცოცხლე ჩემსავე შვილში, ან შვილიშვილში, ანდა მონაგარში რომ გაგრძელდება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თავის გატუტუცებას ჰგავს ეგ ამბავი”. – თენგიზ ჩალაური
* * *
„იმაზე უტკბესი არა არის რა, მბრძანებლობდე და ხედავდე, რომ ყველანი გმორჩილებენ და ქედს იხრიან შენს წინაშე”. – სერვანტესი
* * *
„ქალი ისეთი რა უნდა იყოს, რომ მთელი დანარჩენი საქალეთი დაგავიწყოს და გემოს მიმყოლ კაცს ქვეყნის სიკეთეზე ხელი აგაღებინოს?!” – გრიგოლ აბაშიძე
* * *
„მე ათასი რამ აღარ მესმის და ბევრი რამ არის ამ ქვეყნად ჩემთვის გაუგებარი!” – მიხეილ ჯავახიშვილი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მტრის სწორ გზაზე დაყენება უღალატოდ არ იქნება!” – გრიგოლ აბაშიძე
* * *
„ვაი იმას, ვისი თავმოყვარეობაც იმდენად მორცხვია და მოკრძალებული, რომ ჰგონია, თითქოს ხალხი ერთი მილის მანძილზეც ხედავს მის დაკერებულ წაღებს, ოფლით გაპოხილ ქუდსა თუ გაცვეთილ სამოსს და შორითვე ესმის მისი მშიერი მუცლის ყუყუნი”. – სერვანტესი
* * *
„გაჭირვების ჟამს ზოგიერთმა იმ მოსამართლესავით იცის კაცის მოშორება, სასიკვდილო განაჩენს რომ გამოიტანს, ხელებს დაიბანს და დანარჩენს ჯალათის სინდისზე შეაგდებს”. – თენგიზ ჩალაური
* * *
„საუბედუროდ, გვიან ვირწმუნე, რომ რასაც დასთესავ, იგივე უნდა მოიმკო და ბედის საზღაური არავისაც არ უნდა ასცდეს”. – მიხელ ჯავახიშვილი
* * *
„მარცხის წინაშე ქედს ნუ მოვიხრით და მომავალი ჩვენი იქნება!” – გრიგოლ აბაშიძე – (ავტორი გენია.ჯი)