მურმან ლებანიძე – „წვრილ სარკმელში ხიდის კიდის”

წვრილ სარკმელში ხიდის კიდის

ძეწნა ჩანს და წყარო ჩანს;

ხიდზე თეთრი ქალი მიდის -

ტანს მიარხევს

საროსას…

* * *

ახლა – ქალაშავა ჰკიდებს

ტოტზე კაბას ჯვალოსას -

ვხედავ გახდას ჭრელი წინდის,

სხეულს ვხედავ

საოცარს…

* * *

ღმერთო, ღმერთო, სისხლის ჩქერას

გმადლობ ამ საღამოსას…

ნუ მომიშლი ცისკრის ცქერას,

მზის ჩასვლას და

ამოსვლას!

კომენტარის დატოვება