ჟან-კლოდ ვან დამი – „ეპიზოდი”
ბელგიური წარმომავლობის მქონე საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი – ჟან-კლოდ ვან დამი, ვინაც კარატეში სულ რაღაც ათიოდე წლის ასაკში დაიწყო საგულდაგულო ვარჯიში, გაგიკვირდებათ და, მთელი 5 წლის განმავლობაში იყო დაკავებული კლასიკური ბალეტის ხელოვნებით. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საბრძოლო ხელოვნებისადმი მიდრეკილი ყმაწვილი სულაც არ იყო კმაყოფილი იმ ვარჯიშებით, რომელიც საბალეტო ხელოვნების დახვეწისათვის გახლდათ ესოდენ აუცილებელი. „თუკი თქვენ შესძლებთ ღირსეულად აიტანოთ ბალეტის ვარჯიშები, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო ღირსეულად შესძლებთ ნებისმიერი სპორტის სახეობის ვარჯიშების ატანასაც”. – განაცხადა მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში ჟან-კლოდმა. – (ავტორი გენია.ჯი)