მურმან ლებანიძე – „თუ ძმა ხარ, გამყე, მიშველე…”

თუ ძმა ხარ, გამყე, მიშველე, -

ვართ პურის ქვეყნად განთქმული, –

ან სადმე კევრი მიჩვენე,

ან ძნა მიჩვენე დადგმული!

* * *

ქარხნის ცომ-პურა მომძულდა, -

ვარ დედასპურის ნატრული, -

მოლურჯო პური მომსურდა,

პური მომსურდა ქართული!

კომენტარის დატოვება