სოკრატე – „ეპიზოდი”
მარგინალური და ერთობ უცნაური ცხოვრების წესით გამორჩეული დიდი ძველ ბერძენი ფილოსოფოსი – სოკრატე (ძვ.წ.აღ-ით 469-399 წლები), იმდენად მამაცი პიროვნება გახლდათ, რომ მოყვარის მსგავსად, მტერიც კი იხრიდა ქედს მის წინაშე. (ავტორი გენია.ჯი) მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსად აღიარებულ ბრძენს, სამ საბრძოლო კამპანიაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. უკანასკნელი ბრძოლა, რომელშიაც მან მონაწილეობა მიიღო, ძვ.წ.აღ-ით 399 წელს დაფიქსირდა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ამ დროს იგი უკვე 70 წლის ასაკში მყოფ მოხუცს წარმოადგენდა. აღნიშნული ბრძოლის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ გადამწყვეტ ეპიზოდში, სახელოვანი ათენელი მხედართმთავარი – ალკიბიადე თანამებრძოლებმა მოძალებულ მტერს პირისპირ, სრულიად მარტო შეატოვეს. გამოსავალი თითქოს არსაიდან ჩანდა… მტრის, სპარტელი მეომრების მიერ ალყაში მოქცეული ალკიბიადე უცილობელი დაღუპვის წინაშე იდგა. სწორედ ამ დროს შეიჭრა სპარტელთა ფალანგაში ხის მასიური კეტით შეიარაღებული სოკრატე, ვინაც თავგამეტებით შეეცადა დაჭრილი ალკიბიადეს გადარჩენას. და სწორედ აქ მოხდა ის საოცარი ფაქტი, რომელმაც დიდებით მოსილ სპარტელ მეომრებს კიდევ უფრო დიდი სახელი შესძინა: სპარტელებმა, რომლებმაც კარგად იცოდნენ სოკრატეს ვინაობა, მისდამი განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, – უკან დაიხიეს… (და ეს მაშინ, როდესაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ სპარტელი მეომრები არავის წინაშე არ იხევდნენ არასოდეს უკან)…
ასე შეუნარჩუნა სიცოცხლე დიდმა ძველ ბერძენმა ფილოსოფოსმა ათენის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პოლიტიკურ მოღვაწესა და მის ოდინდელ მოწაფეს – ალკიბიადეს. – (ავტორი გენია.ჯი)
ალკიბიადე