ბესიკ ხარანაული წერდა…
„ადამიანის წარსული არის მისი ნაცხოვრები წლების მწლატეგემოიანი სასმელი, რომელსაც შეუძლია დაუთრობლად აგატიროს და გაცინოს უსიხარულოდ…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანის ცვალებადი ბუნებისათვის მეგობრობა მძიმე ტვირთია”.
* * *
„ძნელი ყოფილა სხვისთვის შენი ოცნებების თქმა, ძნელია, შენი სიხარული სხვას გააგებინო, იმიტომ, რომ უხერხულობაც ურევია, ურევია გაბედულებაც, გადაჭარბებაც, გულუბრყვილობაც და თავხედობაც კი”.
* * *
„გოგოების ამბავი ხომ მოგეხსენებათ, ყველას ერთი და იგივე ვიღაც მოსწონს, მაგრამ იძულებულები არიან სხვა და სხვა აირჩიონ, გემოვნებას სწირავენ ბუნების წეს-კანონს…”
* * *
„ეჭვი სიყვარულისთვის მოიგონა ღმერთმა, როგორც უჰაეროდ არ დაიწვის სანთელი, ისევე ვერ დაინთება სიყვარული ეჭვის გარეშე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაფერი დასრულდება, ამბავიც, თავგადასავალიც, ომიც, მშვიდობაც, ქვეყანაც და სამყაროც კი, მაგრამ არასოდეს დასრულდება ერთი ადამიანი, დიახ, ერთი!”
* * *
„ვაჟა-ფშაველას მერე ბუნებაზე წერა თავმოყვარეობის უქონლობაა, „ჩხიკვიც” კი არ უნდა თქვას პატიოსანმა მესიტყვემ, არა თუ „შვლის ნუკრი”.
* * *
„სამწუხაროდ, იმედი მუდამ რაღაცაზეა დამოკიდებული, მუდამ სასწორზე დევს და საფრთხეშია”.
* * *
„ტყუილად სჯერა ადამიანს, რომ ვერ ხედავენ!..”
* * *
„სიკვდილი არ მინდა. იმიტომ კი არა, რომ მეშინია, იმიტომ, რომ ეს სილამაზე ისევ იქნება და მე ვეღარ დავინახავ”. – (ავტორი გენია.ჯი)