უოლტ დისნეი – „ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მულტიპიკატორი და ბიზნეს-მაგნატი – უოლტერ ელიას დისნეი (1901-1966 წლები), ვისაც 302-ჯერ ეთქვა უარი ინვესტორებისაგან, დაეფინანსებინათ დღეისათვის ეგზომ პოპულარული გასართობი პარკის – „დისნეილენდის” მშენებლობა, რამდენიმე ხნის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების დაკვეთის საფუძველზე მუშაობდა. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, იგი მთავრობის შეკვეთების საფუძველზევე იღებდა რიგ მულტიპიკაციურ ფილმებს. მათ შორის, ერთობ უცნაურ თემატიკებზეც. ასე მაგალითად: აშშ-ის ხელისუფლების მორიგი შეკვეთით, გენიალურმა მულტიპიკატორმა 1946 წელს გადაიღო 10 წუთის ხანგრძლივობის მქონე ანიმაციური ფილმი, რომლის სახელწოდებაც გახლდათ – „მენსტრუაციის ისტორია”. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული ანიმაციური ფილმი განკუთვნილი იყო სკოლის მოსწავლეებისათვის. ცნობილია ისიც, რომ მას აშშ-ის სკოლებში 1960-იან წლებამდე უჩვენებდნენ მოსწავლეებს. – (ავტორი გენია.ჯი)