ჩუქჩები – „ეპიზოდი”

ისტორიის ადრეულ ეტაპებზე, ჩუკოტკის ნახევარკუნძულის მკვიდრი მოსახლეობა – ჩუქჩები, მშობიარობის პროცესისადმი ერთობ უცნაური მიდგომით გამოირჩეოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) უამრავი უჩვეულო ტრადიციის მქონე ხალხში დამკვიდრებული ოდინდელი წესის თანხმად, მშობიარე ჩუქჩის ქალს ბავშვის დაბადების პროცესში კატეგორიულად ეკრძალებოდა ნებისმიერი სახით გამოეხატა მშობიარობისაგან გამოწვეული განუზომლად აუტანელი ტანჯვა-წამება. ასეთ შემთხვევაში მელოგინე ქალისათვის დახმარების აღმოჩენის უფლება არავის გააჩნდა. შესაბამისად, მას თავად, საკუთარი ძალისხმევის ფასად უნდა ემშობიარა და შემდგომაც, პირადად ეზრუნა ქვეყნიერებას ახლად მოვლენილ თავის ჩვილზე. და მაინც, თუკი იგი სხვათა დახმარების გარეშე ვერ გაუმკლავდებოდა აღნიშნულ პროცესს და საშველად სხვა ვინმეს მოუხმობდა, მაშინ მზადაც უნდა ყოფილიყო ყველას დასაცინად აეგდო სამარადჟამოდ თავი. თუმცა, ასეთ ვითარებაში მასხრად არა მხოლოდ ქალს, არამედ მის ქმარსაც იგდებდნენ, რომელსაც სარკასტულად – „ბებია-ქალად” მოიხსენიებდნენ თანამემამულენი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>