ონორე დე ბალზაკი წერდა…

„არიან ადამიანები, რომლებიც მეტისმეტად სულელები არიან, მათი მოჭკვიანება შეუძლებელია”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უბედურება რაღაც ჯადოა, რომლის ძალა იმაში გამოიხატება, რომ იგი ჩვენს თანდაყოლილ მიდრეკილებებს ამტკიცებს. ზოგს უღვივებს უნდობლობასა და სიავეს, მშვენიერი სულის ადამიანს კი გულკეთილობას მატებს”.

* * *

„მე არავის ზიზღი არ მაშინებს”.

* * *

„უმჯობესია საკუთარი გრძნობებით ბრწყინავდე, ვიდრე ტანისამოსით”.

* * *

„მეცნიერები შესანიშნავი ადამიანები არიან, მაგრამ სულით ხორცამდე ათეისტები, ათეიზმს ისეთივე რწმენით აღიარებენ, როგორითაც რელიგიურად განწყობილი ადამიანები მას უარყოფენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სხვისი ღირსების მითვისება არ შეიძლება”.

* * *

„სიღარიბის სულიერი სიმშვიდით გადატანა ვაჟკაცობის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა”.

* * *

„სათნოების იდეალია ისეთი ადამიანი, რომელსაც თავისი კეთილი ნამოქმედარი ახარებს”.

* * *

„არის ბედნიერება, რომელიც არა გჯერა, ის მეხივით დაგეცემა და გაგანადგურებს”.

* * *

„პურს არ ვჭამდი იმდენს, რამდენსაც ზეთს ვხარჯავდი; განათება ღამით, თავაუღებლად რომ მემუშავა, საჭმელზე უფრო ძვირი მიჯდებოდა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>