მაია პლისეცკაია – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი რუსი პრიმა-ბალერინა და ქორეოგრაფი - მაია პლისეცკაია (1925-2015 წლები), ვინაც თავისი თავდრუდამხვევი კარიარის განმავლობაში 800-ჯერ ითამაშა „მომაკვდავი გედის” როლი („გედების ტბა” და „მომაკვდავი გედი” ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს, რადგან ისინი აბსოლუტურად სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოებები არიან) და, ვისაც ხშირად უყვარდა თქმა – „მე საჩუქარი არა ვარ!”, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში იყო გატაცებული ერთობ უჩვეულო ჰობით. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ: რუსი ბალერინა აგროვებდა ადამიანების უცნაურ და საინტერესო გვარებს. იმ შემთხვევაში, როდესაც პლისეცკაია ამა თუ იმ ჟურნალ-გაზეთებში ამოიკითხავდა მისთვის საინტერესო და უცნაურ გვარს, იგი უმალვე შეჰქონდა თავის კოლექციაში. შედეგად, დროთა განმავლობაში, მაიას კოლექციაში უამრავ უჩვეულო და საინტერესო გვარს მოუყრია თავი. ასე მაგალითად: „ნეპეიპივო”, რაც ქართულად ნიშნავს – „არ დალიო ლუდი”, „ნეგოდიაევი”, „პოტასკუშკინი” და ასე შემდეგ. – (ავტორი გენია.ჯი)