მეროვინგების დინასტია – „ეპიზოდი”

„გრძელთმიანი მეფეები” – ასეთი თიკუნით არიან ცნობილნი ფრანკთა მონარქები მეროვინგების დინასტიიდან, რადგან გრძელ თმას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა აღნიშნული სამეფო დინასტიის წარმომადგენელ მამაკაცებში. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად სამეფო დინასტიის წარმომადგენლობისა, მათ მაინც კატეგორიულად ეკრძალებოდათ თავის გადაპარსვა. მეროვინგებში გრძელი თმის შეკრეჭა მარტო უკიდურეს დამცირებასთან არ ასოცირდებოდა. ასეთ შემთხვევაში სამეფო დინასტიის წარმომადგენელი მამაკაცი ჰკარგავდა ერთგვარ „სამეფო აურას” და ამასთანავე, ყოველგვარ პატივისცემასაც. ამიტომაც ჰკრეჭდნენ ხოლმე ძალადობრივი გზით მეროვინგების დინასტიის რიგ წარმომადგენელ მამაკაცებს თმას. შედეგად ისინი სამარადჟამოდ ეთხოვებოდნენ სამეფო ტახტზე ასვლის ოცნებასაც კი.

ის, თუ, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ფრანკთა მეფეებში გრძელ თმას, ერთი პატარა ისტორიული ფაქტიც მოწმობს. „მოხუცად” წოდებულმა ფრანკთა მომავალმა მეფემ – ხლოტარ პირველმა (500-561 წლები), ერთ-ერთ ბრძოლაში ტყვედ იგდო ფრანკთა იმჟამინდელი დედოფლის – კლოტილდა უმცროსის ორი შვილიშვილი (ვაჟები). რამდენიმე ხანში დედოფალმა ხლოტარისაგან შემდგომი „შეთავაზება” მიიღო: ფრანკთა დედოფალს უნდა აერჩია, ან თმაგაკრეჭილი დაბრუნებოდა თავისი შვილიშვილები, ან კიდევ – მკვდარი. ამაყი დედოფალი ერთი წუთითაც კი არ დაფიქრებულა პასუხზე: თავისი შვილიშვილების უკიდურესად დამცირებასა და შეურაცხყოფას კლოტილდამ მათი სიკვდილი ამჯობინა… – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>