„მულენ რუჟი” – (ეპიზოდი)

პარიზის საყოველთაოდ ცნობილი კაბარე - „მულენ რუჟი”, იგივე – „წითელი წისქვილი”, რომლის ფუძემდებლები გახლდნენ ცნობილი ესპანელი მეწარმე და ტოტალიზატორის ფუძემდებელი – ჟოზეფ ოლერი და მისი კომპანიონი, ფრანგი იმპრესარიო – შარლ ზიდლერი, პირველი ნაგებობა გახლდათ საფრანგეთის დედაქალაქში, რომელიც ელექტრო-განათებით იქნა აღჭურვილი. (ავტორი გენია.ჯი) „წითელი ფარნების” კვარტალში 1889 წელს გახსნილი კლასიკური კაბარე მალევე იქცა პარიზის ღამის ცხოვრების ერთ-ერთ უმთვარეს ეპიცენტრად. მის სცენაზე თავის დროზე გამოდიოდნენ ისეთი სახელოვანი ადამიანები, როგორებიც გახლდნენ – ედიტ პიაფი, ფრენკ სინატრა, ივ მონტანი, ჟან გაბენი, მორის შევალიე, შარლ აზნავური, ელა ფიცჯერალდი, ლაიზა მინელი, ელტონ ჯონი და სხვები. ხოლო კაბარეს ვიზიტორთა შორის იმყოფებოდნენ – პაბლო პიკასო, ოსკარ უაილდი, უელსის პრინცი და სხვანი. გარდა ამისა, მასთან დაკავშირებულია გენიალური ფრანგი მხატვრის – ანრი ტულუზ-ლოტრეკის სახელიც, ვინაც ყოველდღიურად სტუმრობდა კაბარეს, რათა არა მხოლოდ თავი გაერთო, არამედ ჩანახატებიც გაეკეთებინა.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სწორედ „მულენ რუჟში” ჩაეყარა საფუძველი ისეთი სახის ეროტიულ ცეკვას, როგორიც გახლავთ – „სტრიპტიზი”. პირველები, ვინაც სტრიპტიზი იცეკვეს „მულენ რუჟში” 1893 წლის 9 თებერვალს, მანონ ლავილი და „სტრიპტიზის ბებიად” წოდებული – სარა ბრაუნი იყვნენ. ისინი პირველები გაშიშვლდნენ ეროტიული ცეკვის დროს პუბლიკის წინაშე, რამაც თავის მხრივ, „მულენ რუჟს” კიდევ უფრო გაუთქვა სახელი. ლავილისა და ბრაუნის მიერ შესრულებულმა პირველმა სტრიპტიზმა დამსწრე საზოგადოებაში თავდაპირველად არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ის კი არადა, პოლიციაც კი იქნა გამოძახებული „მულენ რუჟში” სტრიპტიზის პირველი წარმოდგენის მიმდინარეობის დროს. სამართალდამცველებს მოცეკვავე ქალები არ დაუსჯიათ, თუმცა კაბარეს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მომავალში ასეთი სკანდალური ექსპრომტის წარმოდგენა არავითარ შემთხვევაში აღარ დაეშვა. ამიტომაც არის დღემდე კატეგორიულად აკრძალული სახელგანთქმულ „მულენ რუჟში” სტრიპტიზი. – (ავტორი გენია.ჯი)

სარა ბრაუნი (პირველი სტრიპტიზიორი ქალი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>